Thursday, April 14, 2011

SULTAN BAYABARS IAND THE GEORGIANS-IN THE LIGHT OF NEW DOKUMENTS RELATED TO THE MONASTERY OF THE HOLY CROSS IN JERUSALEM



სულთან ბაიაბარს პირველის მიერ ქართველებთნ დადებული ახალი დოკუმენტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის შესახებ.

წარმოდგენილია ქართველების მიერ სულთან ბაიაბართან დადებული ორი დოკუმენტი,რომელთაგან თითოეული ცალ–ცალკე საქართველოს უფლებების გარანტიაა იერუსალიმის ჯვრის მონასტრეზე.პირველი არის სასამართლო ავტორიზაცია,ჩვენება მაჰმადიანი მოწმეების 1266 წლის თებერვალში,სხვა არის სულთან მისივეს სახელზე ,ერთი მისი დათარიღებულია ოქტომბერში 1266 წელს.ეს დოკუმენტი ინახება ბერძნულ მართმადიდებლურ იერუსალიმის საპატრიარქოში.იმ დროს ამ ორი დოკუმენტი გაიცა,ამ წმინდა მონასტერს უკვე დიდი ისტორია ჰქონდა.

სტატია მოძიებულია :jstor:arabica,tome LI,3

Wednesday, April 13, 2011

” საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი ” იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ბიბლიოგრაია

იერუსალიმის ჯვრის მონასტერი

1.აბაშიძე ი. პალესტინის დღიური //მნათობი.-1961.-N2.-გვ.82-113.
იერუსალიმის ჯვრის მონასტერში რუსთაველის ფრესკის აღმოჩენის შესახებ.
2.აბაშიძე ი., სანიძე ა. წერეთელი გ. შოთა რუსთაველი ჯვრის მონასტერში //საბჭოთა ხელოვნება.-1960.-N12.-გვ.3-7.
იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მივლინებული სამეცნიერო ექსპედიციის მიერ სვეტზე აღმოჩენილი შოთა რუსთაველის პორტრეტსა და მასზე მოთავსებულ წარწერაზე. პორტრეტთან დაკავშირებული წერილობითი წყაროების მიმოხილვა.
3.შოთა რუსთაველის პორტრეტი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში //ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1951.-გვ.344-363.
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სამხრეთ სვეტზე 1960 წელს სამეცნიერო ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი შოთა რუსთაველის პორტრეტისა და მისი თანმხლები წარწერის ვრცელი მეცნიერული ანალიზი.
4.შოთა რუსთაველი და ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში //ბარამიძე ა. ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან.-ტ.VI.-თბ.,1975.-გვ.45-81.
იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის საფლავისა და ფრესკული გამოსახულების შესახებ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა და ანალიზი.
5.გოჩოლეიშვილი დ. ირუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორიიდან.-მაცნე ისტორიის... სერია.-1974.-N4.-გვ.107-114.
XIII საუკუნის 60-იან წლებში მამლუქი სულტანების მიერ მონასტრის დარბევა და მეჩეთად გადაქცევა. ამ ფაქტის დამადასტურებელი ისტორიული წყაროების მიმოხილვა.
6.მენაბდე ლ. ირუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორიის ზოგიერთი საკითხი //ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული .-თბ.,1976.-გვ.245-254.
ტ. გაბაშვილისა და თ. ბაგრატიონის ცნობები ჯვრის მონასტრისათვის ადგილის მოპოვების, იქ ქართული სავანის აშენებისა და დათარიღების შესახებ.
7.რურუა ი. პალესტინის სიძველეთა შორის //მნათობი.-1966.-N8.გვ.165-180.
შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი ბიოგრაფიულ-დოკუმენტური ფილმის გადაღების შესახებ.
8.გაბაშვილი ტ. მიმოსვლა.-თბ.,1956.-გვ.78; გვ.0220.
მოკლე ცნობები იერუსალიმის ქართველების მიერ აგებულ იაკობ ალფესის მონასტერზე.
9.გურგენიძე ვ. ჯვრის მონასტერი //ჯვარი ვაზისა.-1988.-გვ.37-43.
მონასტრის ისტორია, იერუსალიმში ქართველთა მოღვაწეობის თარიღის შესახებ, სამონასტრო კოლონიასთან დაკავშირებით არსებული წერილობითი, სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა.
10.ვირსალაძე თ. ანტიკურ ფილოსოფოსთა გამოსახულებანი XVII საუკუნის მოხატულობაში (იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, ათონის მონასტერში და პეტრიწონის მონასტერში) //ქართული ხელოვნებს ისტორიის ინსტიტუტის XXIII სამეცნიერო სესია. 1971 წლის 25-26 მაისს. მოხსენებათა თეზისები და მუშაობის გეგმა.-თბ.,1971.-გვ.11-13.
ჯვრის მონასტრის, ამჟამად დანგრეული , სათავსოს კედელზე გამოსახულ ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსთა გამოსახულებებზე.
12.კანდელაკი ბ. ისევ რუსთაველის პორტრეტის გამო //მნათობი.-1975.-N2.-გვ.187-198.
1973 წელს გამოცემული თ.ვირსალაძის ნაშრომის- "იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მოხატულობა და შოთა რუსთაველის პორტრეტი"-განხილვა.
13.კუპრავა მ. რას გვაუწყებს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის შოთასეული ფრესკა //საბჭოთა ხელოვნება.-1985.-N8.-გვ.82-89.
რუსთაველოლოგიაში არსებულ, ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველ, ზოგიერთ საკითხთა გამო.
14.მამისთვალიშვილი ე. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორია (ქართული პერიოდი).-გორი.-[2002].-125 გვ.
ჯვრის მონასტრის ისტორია, იქ არსებული ან უკვე დაკარგული ფრესკისა და წარწერის ფოტოპირები.
15.მგალობლიშვილი თ. იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ლეგენდები //ქრისტიანობა 20 საუკუნე საქართველოში.-თბ.,2004.-გვ.176-192.
მონასტრის დაარსების ისტორია.
16.XIV-XV საუკუნეების არაბი ისტორიკოსების ცნობები საქართველოს შესახებ.-თბ.,1988.-გვ.27-48.
მოკლე ცნობები ჯვრის მონასტრის შესახებ.
17.მეტრეველი ე. N14 ხელნაწერის ანდერძის გაგებისათვის //მაცნე ენისა...სერია.-1984.-გვ.80-91.
რეზ. რუს. ენაზე (გვ.91).
ალ. ცაგარელის მოსაზრების-მონასტრის აგების ინიციატორად ექვთიმე მთაწმინდელის მიჩნევის- უარყოფა.
18.ნუცუბიძე შ. პალესტინის XIII-XIV საუკუნეების ერთი მხატვრობა და ქართული კულტურის საკითხები //საბჭოთა ხელოვნება.-1957.-N3.-გვ.18-22.
ჯვრის მონასტრის რუსთაველისეული ფრესკის შესახებ.
19.ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში.-თბ.,1975.-გვ.199.
მოკლე ცნობები იერუსალიმის ჯვრის მონასტრის შესახებ.
20.სინამდვილის დამახინჯების წინააღმდეგ //საბჭოთა ხელოვნება.-1960.-N12.-გვ.7-8.
ავტორთა ჯგუფის (გ. ჩუბინაშვილი, შ. ამირანაშვილი, ალ. ბარამიძე, ვ. ბერიძე) წერილი მიმართულია ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებაში " ჯვრის მონასტრის შესახებ გამოქვეყნებულ (1958 წ.) ბ. კანდელაკისა და ს. კაკაბაძის წერილების წინააღმდეგ.
21."სიონის ზემოდ არის ქართველთა ეკლესია...იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერი... //ივერია.-1895(19 აპრ.).-გვ.2.
22.სტეფანაძე მ. პეტრე იბერის საამშენებლო მოღვაწეობა იერუსალიმში ..გივი ჟორდანია-90.-თბ.,2001.-გვ.156-170.
ცნობები ეფუძნება პილიგრიმთა ჩანაწერებსა და წერლობით წყაროებს.
23.ქართველთა ჯვრის მონასტრი იერუსალიმში ..ჯვარი ვაზისა.-1980.-N2.-გვ.10-17.
ჯვრის მონასტრის ისტორიის შესახებ არსებული წერილობითი წყაროების მიმოხილვა.
24.შანიძე ა. ჯვრის მონასტერში //ჯვარი ვაზისა.-1988.-N2.-გვ.44-45.
რუსთაველის პორტრეტისა და მონასტრის კედლებზე არსებული ახალი წარწერების თაობაზე.
25.ჯაფარიძე გ. XIV საუკუნის არაბი ენციკლოპედისტი იერუსალიმის ჯვრის მონასტერის შესახებ //მაცნე ისტორიის ...სერია.-1985.-N3.-გვ.179-186.
XIV საუკუნის არაბი მეცნიერის ენციკლოპედიიდ პირველ ტომში მოთხრიბილია ("მზერათა გზები სახელმწიფოებზე და დედაქალაქებზე")იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე.
26.ჯავახიშვილი ი. თხზ.ტ.I.-თბ.,1979.-გვ.338-339.
მოკლე ცნობები ქართველთა მონასტრის შესახებ.
27.აბაშიძე ი. ...და ისევ პალესტინა //გაზ. "კომუნისტი".-1988(20 ტებ.).-გვ.3.
პალესტინის ქართული ჯვრის მონასტრის კვლავ საქართველოსათვის დაბრუნების საკითხი.
28.აბაშიძე ი. ისევ ერთი სურათის გამო ანუ ვისია ის საფლავი? // ლიტერატურული საქართველო.-1990(20 ივლ.).-გვ.8-9.
მონასტერში ორი დიდებული მანდილოსნის საფლავის აღმოჩენისა და, სავარაუდოდ, ერთი მათგანის თამარ მეფის საფლავად მიჩნევის შესახებ.
29.იერუსალიმის ჯვრის მონასტერი //გაზ. "სამშობლო".-1990 (ივნისი).-N13.-გვ.1.
მონასტერის მოკლე აღწერილობა.
30.იორდანიდისი კ., კელესიდისი ა. დავუბრუნოთ კანონიერ მფლობელს // საქართველოს რესპუბლიკა.-1992(9 სექტ.).-გვ.3.
საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოსტას მიცოტაკისისისადმი მიწერილი წერილი იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ჯვრის მონასტრის ქართული ეკლესიისათვის გადაცემის თაობაზე.
31.კანდელაკი ბ. ილია იერუსალიმის ჯვრის მონასტერში //ქწიგნის სამყარო.-1988.-N1.-გვ.7.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიერ ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხისა და მისთვის ილია მართლის წოდების შესახებ ,ილია მეორის ნებართვით, ქართველ ებრაელთა მიერ წმინდა ილია მართლის ხატის იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შესვენების გამო.
32.კილასონია ს. ქართუულ სულს ოდითგანვე ფრესკების წაშლით ებრძვიან // ქართული უნივერსიტეტი.-2004(22-28 სექტ.).-გვ.5,7.
მონასტერში რუსთაველის ფრესკისა და წარწერის დაზიანების გამო.
33.კლიმიაშვილი რ. იმ თავითვე უნდა ვიზრუნოთ // ლიტერატურული საქართველო.-1988(12 თებ.).-გვ.12.
შთაბეჭდილებები ჯვრის მონასტერზე.
34.კუბიტაშვილი ზ. ქართული კულტურის კერა პალესტინაში //განათლება.-1991(17 ოქტ.).-გვ.8.
შავშელი მოღვაწის - გიორგი - პროხორეს მიერ XI საუკუნეში დაარსებული ჯვრის მონასტრის შესახებ.
35.მამისთავაშვილი ე. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაარსების საკითხისათვის //ლიტერატურული საქართველო.-1998(25 სექტ.).-გვ.14.
36.მგალობლიშვილი თ. უკეთუ დაგივიწყო, საქართველო //დილის გაზეთი.-2000(23 ტებ.).-გვ.10.
ინტერვიუ თ. მგალობლიშვილთან ჯვრის მონასტერზე / ესაუბრა მ. ცხადაია.
37.მენაბდე ლ. პალესტინის ჯვრის მონასტერი //ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულენოვან სკოლებში.-1998(N1).-გვ.103.
38.პირველი ე. ჯვრის მონასტრის ქართული წიგნთსაცავი //ლიტერატურული გაზეთი.-1963(1 თებ.).-გვ.2.
ბერ-მონაზონ ბენედიქტეს წერილი "დროებაში" (1880 წ.).
39.სანიკიძე ლ. აპოლოგია ქართული ჯვრისა //გაზ. "კომუნისტი".-1989(11 მაისი).-გვ.4.
40.შარაძე გ. მოწიწებითა და მადლიერების გრძნობით ნაშრომი იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე //თბილისი.-1987(18 დეკ.).-გვ.4-5.
ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელის ისაკ დავითაშვილის ქართულ ენაზე გამოქვეყნებული ნაშრომის - "ქართული პალესტინიანა" - შესახებ.
41.შეყილაძე ლ. ჯვრის მონასტრის ფრესკები უნივერსიტეტში მოაბრძანეს //საქართველოს რესპუბლიკა.-2001(30 ოქტ.).-გვ.1,3.
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გერმანიაში მიკვლეული ფრესკების ჩამოსვენება თბილისში.
42.ჭილაია ს. მამულიშვილური თაოსნობა //გაზ. "კომუნისტი".-1988(17 მარტი).
ჯვრის მონასტრის საქართველოსათვის დაბრუნების თაობაზე.


ინფორმაცია მოძიებულია:საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელ ლატაკოგიან.

www.nplg.gov.ge

ბიბლიოთეკაში ინფორმაციის მოძიება

თემის არჩევის შემდეგ გადავწყვიტე ბიბლიოთეკაში წავსულიყავი და იქ მომეძიებინა ინფორმაცია.პირველად მივაკითხე ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.ბიბლიოთეკარმა თემათიკიდან გამომდინარე მიმითითა ავტორები და წავედი კატალოგში საძებრად.სამწუხაროდ არ აღმოჩნდა ჩემთვის სასურველი ინფორმაცია,რის შემდეგ მითხრეს რომ საჯარო ბიბლიოთეკიდან მომიტანდნენ მაგრამ ამას 3 დღე დასჭირდებოდა.დროის უქონლობის გამო უარი ვთქვი ამ შემოთავაზებაზე.შემდეგ მირჩიეს აკაკი წერეთლის ბიბლიოთეკაში მივსულიყავიუ.ასეც მოვიქეცი.მივედიი,დარეგიტრირება მომიწია,ავიღე ერთწლიანი საშვი დასაფასური 3 ლარი გადავიხადე.შემდეგ ბიბლიოთეკარს ვუთხარი თუ რა თემატიკის წიგნს ვეძებდი.ანბანურ კატლოგში ამომაწერინა ავტორები და თემები და გამიშვა სამკითხველო დარბზში დადაც მყოფი ბიბლოთეკარს მივუტანე ამოწერილი ფურცელი.მან მთხოვა დავმჯდარიყავი მაგიდასთან და მომიტანდნენ წიგნს.ასეც მოვიქეცი და დაველოდე ბილიოთეკარს.სამკითხველო დარბაზში ჩემს გარდა უამრავი ადამიანი იყო რომლებიც გულმოდგინე კითხულობდნენ და ჩანაწერებს აკეთებდნენ რვეულში თუ ლეპტოპში.საკმაოდ მშვიდი და მყუდრო გარემო იყო.აქვე ეკიდა აკაკი წერეთლის ტილოზე შესრულებული პორტრეტი.ალბათ ეს ლოგიკური იყო,ეს ბიბლიოთეკა ხომ აკაკი წერეთლის სახელობისაა.დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ მომიტანეს წიგნები რომლებიც მაინტერესებდა.მოტანილ წიგნებში მართლაც აღმოჩნდა ჩემთვის საჭირო ინფორმაცია და შევუდექი მათ დამუშავებას.დამუშავების შემდეგ ეს ინორმაცია განვათავსე ბლოგზე.

ჩემი დამოკიდებულება

ჯვრის მონასტერი მეტად მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობაა და მისთვის ბრძოლა გამუდმებით გვიხდებოდა. იყო დრო, როცა ჯვრის მონასტერი მეჩეთად იყო გადაქცეული. მართალია, ახლა მართლმადიდებელი ბერძნები განაგებენ, მაგრამ არც მათ ხელშია დაცული.წარსულში ბევრჯერ სცადეს ფრესკებისა და წარწერების განადგურება და მრავალჯერ გადაღებეს.მაგრამ ზოგიერთი ფრესკების და წარწერების შენარჩუნება მაინც მოხერხდა რესტავრაციის შედეგად.2004 წელს ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკა შეურაცხყვეს - მისი სახე მოშალეს, საქმე საერთაშორისო სკანდალამდე მივიდა.ოფიციალური თბილისი მკაცრად იცავს დიპლომატიურ ნორმებს და დამნაშავეების მითითებას არ ჩქარობს,ამ დროს კი სიწმინდეები ნადგურდება.2010 წელს იერუსალიმში შოთა რუსთაველის მემორიალი გაანადგურეს. სწორედ ისე მოექცნენ, როგორც 2004 წელს. მაშინ ვარუდობდნენ რომ ეს ტურისტების,გაკეთებული იყო მაგრამ ნაკლებსავარაუდოა მემორიალი შემთხვევით პირს დაეზიანებინა.
ასეთი ინციდენტები რომ აღარ გამეორდეს უნდა დავიცვათ ჩვენი მემკვიდრეობა.ჯვრის მონასტერი ხომ ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრია ჩვენი ქვეყნისა.ჩემი მიზანი იყო ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ ადამიანებ გარკვეული წარმოდგენა ჰქონოდათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველებისთვის იერუსალიმის ჯვრის მონასტერი.

გალერეა









სურათები მოძიებულია www.google.com

ისტორული ფონი

ვაროსანთა პირველმა ლაშქრობამ გარკვეული გავლენა მოახდინა ქართველთა ცხოვრებაზე როგორც იერუსალიმში, ისე საკუთრივ საქართველოში. მას უთუოდ დიდი სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისათვის. შემთხვევითი არაა, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მაჰმადიანთაგან იერუსალიმისა და ანტიოქიის განთავისუფლების აღნიშვნის შემდეგ უშუალოდ მოგვითხრობს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე: „გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქვეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი. და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა, და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს“.

ჯვაროსანთა წარმატებამ ხელი შეუწყო დავით აღმაშენებლის გაძლიერებას, ხოლო, თავის მხრივ, ქართველთა ბრძოლა მაჰამდიანურ სამყაროსთან ჯვაროსნებისათვის მხარდაჭერასა და დახმარებას წარმოადგენდა. საგულისხმოა ფრანგი გოტიეს აღტაცება დიდგორის ომში (1121 წ.) ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების გამო. მართლაც, დიდგორის ომში ქართველთა გამარჯვება ჯვაროსნებისათვის დახმარების გაწევასაც ნიშნავდა. საქართველოს გამარჯვება განმათავისუფლებელ ომში, რომელსაც თურქ-სელჩუკთა ძალების შესუსტება მოჰყვა, ხელს უმართავდა ჯვაროსნებს ახლო აღმოსავლეთში. ამიტომაც ჯვაროსანთა თავკაცები საქართველოს თავის მოკავშირედ მიიჩნევდნენ და მასთან უშუალო კონტაქტის დამყარებასა და დაახლოებას ცდილობდნენ. საგულისხმოა, რომ დავით აღმაშენებლის თავგანწირულმა და საარაკო ბრძოლამ მაჰმადიანთა მპყრობელობისაგან სამშობლოს დაცვისა და გაძლიერებისათვის განაპირობა მასზე ლეგენდების შექმნა და გავრცელება ჯვაროსანთა შორის.



დავით აღმაშენებელი არა მარტო მაჰმადიან მტრებს ებრძოდა, არამედ, საერთოდ, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ახლო აღმოსავლეთს. მას ამოძრავებდა როგორც სახელმწიფოებრივ-პოლიტიური, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო მიზანი – ქართველთა უფლებების დაცვა-წარმოჩენა წმიდა მიწაზე. მისთვის სავსებით ნათელი იყო, თუ რაოდენ დიდი კულტურულ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა უცხოეთში არსებულ ქართულ საეკლესიო კოლონიებს. მემატიანის ცნობით, დავითმა „ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თვისთა ოდენ სამეფოთა, არამედ საბერძნეთისნიცა, მთაწმიდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კვიპრისა, შავისა მთისა, პალესტინისანი, აღავსნა კეთილითა, უფროსღა საფლავი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი. და მყოფნი იერუსალემისანი თვითოფერთა მიერ შესაწირავთა განამდიდრნა“.
ხლო აღმოსავლეთში ჯვაროსანთა ლაშქრობამ და მაჰმადიანთა შევიწროებამ, ერთი მხრივ, და დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოს ძლიერებამ და საერთაშორისო ავტორიტეტმა, მეორე მხრივ, განაპირობა იერუსალიმელ ქართველ მოღვაწეთა მდგომარეობის გაუმჯობესება. თურქ-სელჩუკთა მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ დარბეული და ნაწილობრივ დანგრეული ჯვრის ტაძარი აღდგა, განახლდა და მოიხატა. ქართველთა სავანეში სამონასტრო ცხოვრება გამოცოცხლდა. ყოველივე ეს იყო ბუნებრივი შედეგი დავით აღმაშენებლის მზრუნველობისა და მშვენიერი დემონსტრაცია საქართველოს პოლიტიკური ძლიერებისა.
XII საუკუნის დამდეგიდან მოგვეპოვება ორი არაქართული მოღვაწის ცნობები ჯვრის მონასტერზე. 1102-1103 წლებში ჯვარი ინახულა, ეკლესია, დაზიანებული სენაკები და მინაშენები დაათვალიერა მოგზაურმა ზევულფმა. რუსმა მოღვაწემ დანიელ წინამძღვარმა, რომელიც 1106-1108 წლებში იყო იერუსალიმში, ჯვარი ნახა აღდგენილი, განახლებული და მოხატული.

საგულისხმოა, რომ დასახელებული მოღვაწენი აღფრთოვანებით წერდნენ ჯვარზე, საგანგებოდ წარმოაჩენდნენ მის სიდიადესა და სილამაზეს (როგორც ჩანს, მნახველთა ყურადღებას იპყრობდა ქართული ტაძრის დიდებული მოხატულობა).

საქართველოდან მიღებული შეწირულობებით აღდგენილ-განახლებულ სავანეში მომრავლდნენ ქართველი სასულიერო მოღვაწენი. სამონასტრო ცხოვრების გამოცოცხლების კვალდაკვალ გაიშალა ჯვრის ქართველ მწიგნობართა საქმიანობა, მომრავლდნენ კალიგრაფები, გაგრძელდა ხელნაწერთა დამზადება.

ტრადიციული გადმოცემით, ამ პერიოდში ჯვარში მოღვაწეობდა არა მხოლოდ კალიგრაფთა ჯგუფი, არამედ ისეთი ცნობილი მწერალი და მოაზროვნე, როგორიცაა არსენ იყალთოელი (XI-XII სს.).

ტ. გაბაშვილის ცნობით, „არსენი ვაჩნაძე, კაცი ფილოსოფოსი და მთარგმნელი ღრმათა წერილთა, მოძღვარი დავით აღმაშენებლისა“ ერთხანს ჯვრის მონასტერში ცხოვრობდა. მისივე სიტყვით, „წმიდა მამა არსენი იბადის ძე ქართველი, გვარად ვაჩნაძე, ფილოსოფოსი“ მონასტრის მთავარი ეკლესიის კედელზე იყო გამოხატული; თ.ბაგრატიონის ცნობით, არსენ იყალთოელი – „მოძღვარი, აღმზრდელი და მასწავლებელი“ დავით აღმაშენებლისა – „აღზრდილი წმიდისა იერუსალიმის ჯუარის მონასტერსა შინა ქართველთასა, განაგებდა იერუსალიმსა ქართველთა მონასტერთა ყოველთავე“. იგი „ჟამად იყოფებოდა წინაშე დავით მეფისა აღმაშენებელისა და ჟამად იერუსალიმად ჯვარის მონასტერსა შინა“. არსენ იყალთოელი ერთხელ „დავით აღმაშენებელმან წარავლინა დიდითა საფასითა და წარსააგებელითა და მრავლითა ძვირფასითა ნივთითა იერუსალიმად შესაწირავად წმიდათა მათ ადგილთა. მიიწია ესე, განაახლა და განამშვენიერნა ჯვარის მონასტერი და სხვანი წმიდანი მონასტერნი ქართველთანი და ყოველთა მათ წმიდათა ადგილთა განმამდიდრებელი, აღმაშენებელი და შემამკობელი მოიქცა საქართველოდვე“.
აროსანთა ბატონობა იერუსალიმში დიდხანს არ გაგრძელებულა. XII საუკუნის მეორე ნახევარში, 70-იანი წლებიდან, ახლო აღმოსავლეთში ვითარება არსებითად შეიცვალა. ეგვიპტის, სირიის ნაწილისა და მესოპოტამიის შეერთების შედეგად შეიქმნა ერთი მძლავრი სახელმწიფო, რომლის ცენტრი ეგვიპტეში იმყოფებოდა. ჯვაროსნებს ნაცვლად ცალკეული სამთავრო-საამიროებისა დაუპირისპირდა დიდი სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ალ-აიუბ სალაჰ ად-დინი (სალადინი) ედგა (1171-1193). გაძლიერებულმა სულთანმა დაისახა სირია-პალესტინიდან ჯვაროსნების გაძევება. სალადინის გაძლიერება მძიმე და საშიშ მდგომარეობას უქმნიდა იერუსალიმელ ჯვაროსნებს და აიძულებდა მათ თავდაცვითი ღონისძიებების გატარებას, რაც, თავის მხრივ, იწვევდა გადასახადების ზრდას. იერუსალიმის მეფის ბალდუინ მეოთხის (1173-1185) მიერ დაწესებული ყოველწლიური გადასახადები (1177 წ., 1182 წ.) ჯვრის ტაძარსაც მძიმედ დააწვა. ბალდუინმა ჯვარს ზვრების ნაწილიც კი წაართვა.

სალადინმა დიდძალ ჯარს მოუყარა თავი და 1187 წელს აიღო იერუსალიმი. ქრისტიანობა კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჯვაროსნებმა მესამე ლაშქრობა წამოიწყეს (1189 წ.), მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს; აიღეს აკრა და იგი იერუსალიმის სამეფოს სატახტო ქალაქად გამოაცხადეს (იერუსალიმი კვლავ სალადინს ეპყრა), ხოლო 1192 წლის ზავით ანტიოქიის სამთავრო შეინარჩუნეს.

მაჰმადიანთა გარემოცვაში მოხვედრილ ჯვრის მონასტერს ქართველი მოღვაწენი შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ. ამ დახმარებამ განსაკუთრებული სახე მიიღო იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს სათავეში თამარ მეფე (1184-1213) იდგა. მაგრამ, ვიდრე ამ პერიოდზე დავიწყებდეთ საუბარს, გვსურს ორიოდე სიტყვა ვთქვათ თამარის ერთ გამოჩენილ თანამოღვაწეზე, რომელიც სწორედ თამარის გამეფების წინა წლებში ყოფილა იერუსალიმში. ესაა XII საუკუნის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ცნობილი მწერალი ნიკოლოზ გულაბერისძე. იგი დაახლოებით 1150-1178 წლებში ქართულ ეკლესიას მეთაურობდა, შემდეგ „სიმდაბლისა ძალით ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან“ და წავიდა იერუსალიმს, სადაც დარჩა 1184 წლამდე, ვიდრე თამარმა არ „აღმოუწოდა წმიდით ქალაქით“. როგორც ჩანს, 1178-1184 წლები მან იერუსალიმში გაატარა და ჯვრის მონასტრის სასარგებლოდ გარკვეული ნაბიჯები გადადგა: მონასტრისეული ვენახი დაიხსნა – „უკუმოისყიდა“ და სხვა დახმარებაც აღმოუჩინა. არ არის გამორიცხული, რომ ნიკოლოზ გულაბერისძე იერუსალიმში მწიგნობრულ-შემოქმედებით საქმიანობასაც ეწეოდა.კიდევ უფრო გაიზარდა იერუსალიმის ქართული კოლონიისადმი დახმარება საქართველოს მხრივ წმიდა თამარის მეფობის წლებში. თამარი დიდი გულისყურით ზრუნავდა უცხოეთში არსებულ ქართულ სავანეებზე, კერძოდ იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე.

როგორც ქართულ მემატიანეთა სიტყვებიდან ჩანს, თამარი იერუსალიმს, – ივარაუდება, უპირველეს ყოვლისა, ჯვრის მონასტერს, – დიდად ეხმარებოდა, „სარწმუნოებითა თვისითა“ ხელით უხვ შეწირულობას უგზავნიდა.

აქვე უნდა დავიმოწმოთ არაქართველ მოღვაწეთა მიერ შემონახული ორიოდე ცნობა.

არაბი ისტორიკოსის ბაჰა ად-დინ იბნ შადადის (1145-1234) ცნობით, 1192-1193 წლებში თამარმა სალადინს 200000 დინარი შეაძლია და მუსულმანთა მიერ 1187 წელს მიტაცებული ჯვრისა (რომელზეც მაცხოვარი აცვეს) და (აგრეთვე მიტაცებულ) ქართულ სავანეთა დაბრუნება სთხოვა. 1192 წელს „ქართველთა ელჩი მოვიდა და მოახსენა სულთანს სპეციალურად წმინდა ადგილების მნიშვნელობის შესახებ, რომლებიც მათ ჰქონდათ იერუსალიმში და მოახსენა აგრეთვე თავიანთი დასახლებული ადგილების შესახებ. (ქართველები) ჩიოდნენ, რომ წაართვეს მათ მონასტერი და ითხოვდნენ სულთნის კეთილგანწყობას, რათა დაებრუნებინა იგი მათჲ გამგებლისადმი“. არ ჩანს, რომ თამარმა ამ დროს დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ მოდევნო ხანაში რომ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების უფლებრივი მდგომარეობა რომ საგრძნობლად გაუმჯობესდა, ეს უდავოა.

სომეხი მემატიანის კირაკოს განძაკეცის (XIII ს.) ცნობით, 1210-1211 წლებში, – ივანე მსახურთუხუცესის ხლათელთა ტყვეობიდან დახსნისა და მისი ასულის თამთას სულთანთან გაგზავნის შემდეგ, – ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. ქართველ მეფესა და მაჰმადიან მბრძანებელთ შორის დაიდო ზავი, მონასტერთ ხარკი შეუმცირდათ, მლოცველთა ძარცვა აღიკვეთა, ქართველ ქრისტიანებს პატივი მიეგოთ.

XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველომ მოიპოვა აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანთა მფარველობა, ხოლო მაჰმადიანურ ქვეყნებში მოგზაურ ქართვლებს ფართო პრივილეგიები მიენიჭათ. მართებულად შენიშნავდა რ.ჟანენი, რომ „ძველად ყველა იმ ხალხთა შორის, რომელთაც უპირატესობა და დიდი გავლენა ჰქონდათ წმინდა ქალაქში, ქართველებს უდავოდ ერთი უპირველესი ადგილი ეჭირათ“. არაა ინტერესს მოკლებული, რომ მხოლოდ ქართველებს ჰქონდათ უფლება იერუსალიმში გაშლილი ეროვნული დროშებით შესვლისა. ალბათ, ამ დროსვე დამკვიდრდა საყურადღებო წესი: ქართველ მლოცველებს არაბი მოხელე ალეპოში ხვდებოდა, იერუსალიმში მიჰყვებოდა და შემდგომ უკან აცილებდა, ე.ი. მოსალოდნელი განსაცდელისაგან იცავდა.
1244 წელს ჯვაროსნებმა სამუდამოდ დაკარგეს იერუსალიმი. ეგვიპტის სულთნებმა ნელ-ნელა ხელთ იგდეს ანტიოქია (1268 წ.), ტრიპოლი (1289 წ.), აკრა (1291 წ.) და სხვა ქალაქები.

ბუნებრივია, ეგივპტელთა უღელქვეშ მყოფი იერუსალიმის ქრისტიანი მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ქრისტიანულ სავანეებს არსებობა გაუძნელდათ, მაგრამ ქართველებმა ერთხანს კიდევ შეინარჩუნეს ძველი პატივი და პრივილეგიები.

ეგვიპტელთა ბატონობის პერიოდში იერუსალიმელ ქართველთა უფლებამოსილებაზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის ეპისკოპოსი ჟაკ დე ვიტრი (ვიტრუვიუსი): „ცხოვრობს აღმოსაველთში ქრისტიანი ხალხი – ომის მოყვარული და ბრძოლებში გამოცდილი. მას ჰყავს უამრავი მერბძოლი. მეტად დაშინებული ჰყავს სარკინოზნი და თავდასხმების დროს დიდ ზარალს აყენებს სპარსელებს, მიდიელებსა და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრეთაც ცხოვრობს, ვინაიდან გარშემორტყმულია ურჯულოებით. მათ ეწოდებათ ქართველები… როდესაც ისინი მიდიან ქრისტეს საფლავის თავყვანისსაცემად, წმინდა ქალაქში შედიან გაშლილი დროშებით, ბაჟის გადახდის გარეშე. რაც შეეხება სარკინოზებს, ისინი ვერ ბედავენ მათ შეწუხებას, რათა უკან დაბრუნებისას ქართველებმა ჯავრი არ იყარონ მათ მეზობლად მცხოვრებ სარკინოზებზე. ქართველები ძალზე აღშფოთებულნი არიან და ემუქრაბიან ორადინუსს, დამასკოს პრინცს, იმის გამო, რომ მან განიზრახა იმათი სურვილის გარეშე იერუსალიმის კედლების დანგრევა მაშინ, როდესაც ლათინნი დამიეტას იღებდნენ“.XIV საუკუნეში ჯვრის მონასტერში არაერთი ხელნაწერი ინახებოდა. მათ შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ერთი – „დიდი სჯულისკანონი“, რომელიც კარგა ხანს წარმოადგენდა ჯვრის წიგნსაცავის საკუთრებას, ახლა კი ქუთაისშია დაცული. კარგადაა ცნობილი მისი გადამწერის ანდერძი, რომელიც რამდენჯერმე გამოქვეყნდა. იგი ეკუთვნის გრიგოლ ჩახრეხაისძეს, რომელიც ბევრმა მკვლევარმა (ზ.ჭიჭინაძემ, კ.კეკელიძემ, პ.ინგოროყვამ, ა.ბარამიძემ, შ.ნუცუბიძემ და სხვ.) „თამარიანის“ ავტორად – XII-XIII საუკუნეთა მოღვაწედ მიიჩნია. ამასთანავე, გრიგოლს ზოგი მიიჩნევდა ჯვრის მოღვაწედ, ზოგი კი ჯვრის სავანეში მისვლისა და იქ დასადგურების მსურველად.

ანდერძიდან ირკვევა, რომ გრიგოლს „დიდი სჯულისკანონი“ დაუმზადებია ჯვრისათვის: „გლახაკი ფრიად ცოდვილი გრიგოლ ჩახრეხაისძე მომიხსენეთ წმიდათა შინა ლოცვათა თქუენთა, რომელმან დიდითა გულსმოდგინებითა გარდავწერე თვისითა ხელითა ქრისტეანეთა წინამძღუარი დიდი ესე და სამოქალაქო სჯულისკანონი საუკუნოდ მოხსენებულისა და ჩუენ ქართველთათვის ფრიად ჭირთა თავსმდებელისა არსენი იყალთოელისა თარგმნილი… არარაის სხვისათვის მოვიჭირვე წერაი ამისი, თვინიერ რომელ სიყუარული მქონდა ცალკერძ წმიდისა მონასტრისა პატიოსნისა ჯუარისაი და მერმე ამის წმიდისა წიგნისაი“.

ინფორმაცია მოძიებულია: www.ucnauri.com

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკები და წარწერები

გადმოცემით,რომლის ყველაზე ადრეული ფიქსაცია ვაქვს იერუსალიმის ჯვრის მონასტერი დაარსა მირიან მეფემ მეოთზხე საუკუნეში როცა ქრისტიანობა საქართველოს სახემწიფო რელიგიად იქცა.შემდე ვახტანგ გორგასალმა განაახლა მეხუტე საუკუნეში.დღევანდელი ნაგებობა კი მე–11 საუკუნის პირველ ნახევარში ააშენა გიორგი პროხემ შავშეთიდან.
13–ე საუკუნეში ჯვარი ხელთ იგდეს მუსლიმანებმა და ჯვარის მტავარი ტაძარი მეჩეთად აქციეს.ქარტველებმა ჯვრის მონასტერი 31 წლის შემდეგ ,1305 წელს დაიბრუნეს.
ჯვრის მონასტერი საქართველოდან იღებდა კერძო შემოწირულობის გარდა 12 ათას პიასტრს.ჯვრის მონატრის მთავარ შესასვლელთან მარჯვნით ორი ფრესკაა:ერთი ელენე დედოფლის(რომელმაც უბოძა ჯვრის წმინდა ადგილი მირიან მეფეს) და მეორე კოსტანტინესი პირელი ქრისტიანი ბერძენი მეფის.ცენტრში ქართველ მფეთა ფრესკებია:მირიანი და მისი ოჯახი–ნანადედოფალი და მემეკვიდრე ბაქარი.ვახტანგ გორგასალი,ბაგრატ მეოთხე.სესასვლელი კარის ზემოტ მოტავსებულია ფრესკები:კარის ღვთისმშობლისა,იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების.აქვეა პეტრე იბერის ფრესკული გამოსახულება.
განსაკუტრებით მნიშვნელოვანია ჯვრის მონასტერი რადგან იქ შოთა მეჭურჭლეთ უხუცესია დახატული,რომელიც ბევრ მეცნიერსა და მოგზაურს მიაჩნია შოთა რუსთაველის პორტრეტად.
ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის პორტრეტის გამოსახულების შესახებ პირველი ცნობა მე–18 საუკუნის ქარტველმა მოგზურმა ტიმოთე გაბაშვილმა მოგვაცა: “ჯვარარის მონასტრი დაძველებულა და გუმბათის ქვეით სვეტნი გაუახლებია და დაუხატვინებია შოთას რუსთაველს, მეჭურჭლეთ უხუცესს.თითონაც შიგ ხატია მოხუცებული“.1845 წელს შოთა რუსთაველის პორტრეტი ჯვარის მონასტერში ნახა თბილისის კეთილშობილთ სასწავლებლის მასწავლებელმა ნიკოლოზ ჩუბინაშვილმა,გადმოხატა იგი სხვა 17 ქართველ მოღვაწესთან ერთად,პერეტბურში მხატვარს შეუკვთა შოთას პორტრეტი და თავისი ცანახატისა და სიტყვიერი განმარტების საფუძველზე დაამზადებინა.
1866 წელს მონასტერს წვევია ბერმონაზონი ბნედიქტე ბარკალაია.მას უნახავს შოთას პორტრეტი.მის ტქმიტ მონასტერს ამ დროისთვის განაგებდა არქიმანდიტი გერასიმე დოგრაშვილი.ბენედიქტე წერს: „დროსა ჩემისა აღმოსავლეთთა ადგილთა მყოფისა 1866 წელს მე არა ღირსი ღირს მიქმნე ხილვად წმინდისა ქარტველთა ჟვრის მონასთრისა იერუსალიმსა შინა,აშენებულსა და შემკულსა ჩვენი ტომისაგან,ქარტული წარწერანი და გამოხატულებანი კედელთა ზედა მისთა მრავალთა მეფეთა და წარჩინებულთა ცვენისა ქვეყნისათა (რომელტა სორის არის სურათი პოეტის შოთა რუსტაველისაცა) და მდიდარი ქარტულის წიგნთა ბიბლიოთეკა“.
ბენედიქტ დიდიგულისტკივილით აღნიშნავს,რომ ქართულ წარწერებს, ფრესკებსა და წიგნებს წვიმისა და ნესტისაგან განადგურება მოელის.
1899 წელს სურატი ვერ იპოვა მოგზაურმა პეტრე კონჭოშვილმა.
1902 წელს ნიკო მარი ეწვია ჯვარის მონასტერს, ვერც მან იპოვან შოთას პორტრეტი.იგი მაშინ უკვე საღებავში იყო მოქცეული.1960 წელს ექსპედიციამ აკ.შანიძის გ.წერეთლისა და პოეტ ირ.აბაშიძის შემადგენლობით,სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გამოავლინა შოთა რუსთაველის პორტრეტული გამოსახულება და წარწერა,რომელიც სქელი საღებავის ფენით იყო დაფარული.სურათის ზემოთ მიწერილია: „ამის დამხატავს შოთას შეუნდვნეს ღმერთმან, ამინ“.
გ.ავაშვილის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი ხელნაწერები მოსკოვში უნახავს ბერს ტარას ალექსიშვილს 1830 წელს.ავაშვილს 1846 წელს პეტერბურგის აკადემიისათვის მიუყიდია 7 ხელნაწერი.
მონასტრის წინგსაცავი მე–19 საუკუნეში 400 ქართულ ხელნაწერს ითვლიდა ,1845 წლისთვის ეს რიცხვი 200–ით შემცირდა 1975 წლისთვის დარჩა 167 ქართული ხელნაწერი.1948 წელს მონასტერში განალაგეს ისრაელის მხედრიონის ნაწილი,რომელსაც იგი მთელი 10 წელი ეკავა.


ინფოფმაცია მოძიებულია: 1." ათონის პეტრიწის ჯვარი ",ბორის კანდელაკი,განათლება,თბილისი 1975წ.
2."შოთა რუსთაველის ფრესკა",ივანე სტროვბუნი,ხელოვნება თბილისი 1981წ